ბრუნო ფერნადეში ევროპის ლიგის საუკეთესო ბომბარდირია
ბრუნო ფერნადეში ევროპის ლიგის საუკეთესო ბომბარდირია

ევროპის ლიგის საუკეთესო მომბარდირი „მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველი ბრუნო ფერნანდეშია, – იუწყება უეფა-ს ოფიციალური ვებგვერდი.

ევროპის რიგით მეორე, ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ბოლო სეზონში პორტუგალიელმა ფეხბურთელმა რვა გოლის გატანა მოახერხა.

შვიდი გოლით მეორე ადგილზეა რომელუ ლუკაკუ „ინტერიდან“.

2019/20 წლების სეზონში ბრუნო ფერნადეშმა ყველა ტურნირზე 50 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 27 გოლი და 22 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.