„ბიბისი“ - ახალი ანტილგბტ კანონით, ბრუნეიში ჩაქოლვით სიკვდილით დასჯა დაწესდა
„ბიბისი“ - ახალი ანტილგბტ კანონით, ბრუნეიში ჩაქოლვით სიკვდილით დასჯა დაწესდა

ბრუნეიში 3 აპრილიდან ამოქმედდება ახალი კანონი, რომელიც გეი სექსუალური კავშირისთვის ჩაქოლვით სიკვდილით დასჯას აწესებს. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ აქვეყნებს.

ამავე კანონით გათვალისწინებულია ქურდობისთვის ამპუტაცია.

საჯარო მიმართვისას, ბრუნეის სულთანმა გაძლიერებული ისლამური სწავლების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ახალი კანონის თანახმად, ერთნაირსქესიანი სექსუალური ურთიერთობისთვის პირი გასამართლებული იქნება იმ შემთხვევაში, თუ ამას პირადად აღიარებს ან ოთხი მოწმე დაინახავს.  წინა კანონმდებლობა  მსგავსი ურთიერთობისთვის 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა.

განახლება: ბრუნეის 72 წლის სულთანი მსოფლიოს მასშტაბით მაღალი კლასის სასტუმროების მფლობელია. ჰოლივუდის მსახიობმა, ჯორჯ კლუნიმ და სხვა ცნობილმა სახეებმა მდიდრული სასტუმროების ბოიკოტის ინიციატივა წარადგინეს. ტელეწამყვანმა, ელენ დეჯენერესმა მოსახლეობას მოქმედებისკენ, ბრუნეის სულთნის სასტუმროების ბოიკოტისკენ მოუწოდა და თქვა, რომ „ახლა საჭიროა, რამე გავაკეთოთ.“

ბრუნეის საკანონმდებლო ცვლილებებმა საერთაშორისო ასპარეზზე დიდი კრიტიკა გამოიწვია და ქვეყანას კურსის ცვლილებისკენ მოუწოდეს.

ამავე თემაზე იხილეთ – გაერო-მ ბრუნეის ანტილგბტ კანონს „სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი“ უწოდა