„ბრუკლინ ნეტსი“ სამ გასვლით შეხვედრას ლიდერის გარეშე ჩაატარებს #1TVSPORT
„ბრუკლინი“ 29 მოგებითა და 14 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზეა და მხოლოდ ერთი მოგებით ჩამორჩება ლიდერ „ფილადელფიას“. აღსანიშნავია, რომ „ნეტსი“ ერთ-ერთი ლიდერის, კევინ დურანტის გარეშე განაგრძობს წარმატებით თამაშს. მის არყოფნაში ლიდერობა საკუთარ თავზე კაირი ირვინგმა და ჯეიმს ჰარდენმა იტვირთეს.
როგორც ცნობილი ხდება, მომდევნო 3 გასვლით შეხვედრას („პორტლენდი“, „იუტა“ და „დეტროიტი“) ბრუკლინელები კაირი ირვინგის გარეშე ჩაატარებენ. მიზეზი კი ოჯახთან შეხვედრაა. ეს უკვე მეორე შემთხვევაა მიმდინარე რეგულარულში, როდესაც კაირი ირვინგი ოჯახური მიზეზების გამო შეხვედრებს აცდენს.