„ბრუკლინ ნეტსი“ სამ გასვლით შეხვედრას ლიდერის გარეშე ჩაატარებს #1TVSPORT
„ბრუკლინ ნეტსი“ სამ გასვლით შეხვედრას ლიდერის გარეშე ჩაატარებს #1TVSPORT

„ბრუკლინი“ 29 მოგებითა და 14 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზეა და მხოლოდ ერთი მოგებით ჩამორჩება ლიდერ „ფილადელფიას“. აღსანიშნავია, რომ „ნეტსი“ ერთ-ერთი ლიდერის, კევინ დურანტის გარეშე განაგრძობს წარმატებით თამაშს. მის არყოფნაში ლიდერობა საკუთარ თავზე კაირი ირვინგმა და ჯეიმს ჰარდენმა იტვირთეს.

როგორც ცნობილი ხდება, მომდევნო 3 გასვლით შეხვედრას („პორტლენდი“, „იუტა“ და „დეტროიტი“) ბრუკლინელები კაირი ირვინგის გარეშე ჩაატარებენ. მიზეზი კი ოჯახთან შეხვედრაა. ეს უკვე მეორე შემთხვევაა მიმდინარე რეგულარულში, როდესაც კაირი ირვინგი ოჯახური მიზეზების გამო შეხვედრებს აცდენს.

დატოვე კომენტარი