ბროკ ვივერმა წონა ვერ ჩააბარა
ბროკ ვივერმა წონა ვერ ჩააბარა

ხვალ, 31 მაისს, ლას ვეგასში კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან პირველი ღონისძიება გაიმართება. გუშინ მებრძოლებმა გამკაცრებული პროტოკოლის თანხლებით წონები ჩააბარეს, თუმცა, სამწუხაროდ, ბროკ რივერსმა სასწორზე დასაშვებზე მეტი წონა დააფიქსირა (71.44 კგ.) და მართალია მისი ხვალინდელი დაპირისპირება რუსველტ რობერტსთან მაინც გაიმართება, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ვივერი მეტოქეს დაამარცხებს, მას გამარჯვება არ დაუფიქსირდება.

ხვალინდელი ღონისძიების მთავარი ბრძოლა ნახევრად საშუალო (welterweight) წონითი დივიზიონის ყოფილ ჩემპიონ ტაირონ ვუდლისა და ბრაზილიელ გილბერტ ბერნსს შორის შედგება.