„ბრივმა“ მოგებით დაიწყო - თედო აბჟანდაძემ გუნდს 12 ქულა მოუტანა [ვიდეო]

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის, „ტოპ 14“-ის პირველ ტურში „ბრივი“ „ბაიონს“ დაუპირისპირდა და მეტოქე დამაჯერებლად, ანგარიშით 42:23 დაამარცხა.

შეხვედრა ქართველ გულშემატკივრებში განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა, რადგან „ბრივის“ ძირითად შემადგენლობაში „ბორჯღალოსნების“ ცხრა ნომერი ვასილ ლობჟანიძე და რვა ნომერი – ოთარ გიორგაძე იწყებდნენ მატჩს, ხოლო სათადარიგოთა სკამზე კი ახალგაზრდა მგეზავი თედო აბჟანდაძე და კლუბის დებიუტანტი ბადრი ალხაზაშვილი იყვნენ.

ალხაზაშვილი და აბჟანდაძე მოედანზე მეორე ნახევარში გამოჩდნენ. ქართველმა მგეზავმა ოთხი საჯარიმო დარტყმა შეასრულა ზუსტად (60, 68, 72, 80+1) და საკუთარ გუნდს 12 ქულა მოუტანა.

„ტოპ 14“-ის მეორე ტურში „ბრივის“ მეტოქე „ბორდო“ იქნება, რომლის შემადგენლობაშიც ბექა გორგაძე, ლაშა ტაბიძე და ლექსო ყაულაშვილი ირიცხებიან. მატჩი 12 სექტემბერს, 20:15 საათზე გაიმართება.