ბრიუსელში სტუდენტებისა და უნივერსიტეტების თანამშრომლების საპროტესტო აქცია პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა [ვიდეო]

19:43, 17.11.2026

ბრიუსელში სტუდენტებისა და უნივერსიტეტების თანამშრომლების მიერ გამართული საპროტესტო აქცია პოლიციელებთან დაპირისპირებაში გადაიზარდა.

სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს, რამდენიმე დემონსტრანტი კი დააკავეს.

აქციის მონაწილეები სწავლის საფასურის ზრდას და უნივერსიტეტების დაფინანსების წესში შეტანილ ცვლილებებს აპროტესტებდნენ.

მსგავსი