ბრიუსელში სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ბელგიის დედაქალაქში ტერორისტული საფრთხის დონე მაქსიმუმამდე გაზარდეს
ბელგიაში სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას „ბიბისი“ ბელგიურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
შემთხვევა ბრიუსელში მოხდა.
როგორც სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, არაბულ ენაზე მოლაპარაკე მამაკაცი ამბობს, რომ მან თავდასხმა ღვთის სახელით განახორციელა. თავდამსხმელი ვიდეოში „ალაჰ აკბარს“ ყვირის.
თავდასხმის ვიდეოსა და სხვა კადრებს პოლიცია ამოწმებს. ასევე, თავდასხმის შემდეგ ბრიუსელში ტერორისტული საფრთხის დონე ოთხამდე, უმაღლეს დონემდე გაიზარდა.
როგორც „ბიბისი“ იუწყება, ეჭვმიტანილი ამ დრომდე არაა დაკავებული.