ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა მიმდინარეობს

ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ ბინაში ნატო-საქართველოს  კომისიის სხდომა მიმდინარეობს.

სხდომას ნატოს შტაბ-ბინაში საქართველოს ვიცე- პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ესწრება .

მიხეილ ჯანელიძე ნატო-ს წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების წინაშე სიტყვით გამოვა.

ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი რეფორმებზე, შავი ზღვის უსაფრთხოებასა და ევროინტეგრაციაზე ისაუბრებს.

სხდომას ხელმძღვანელობს ნატო-ს გენერალური მდივანი. ნატო- საქართველოს კომისიის სხდომის დაწყებამდე, მიხეილ ჯანელიძე იენს სტოლტენბერგს შეხვდა.