ბრიუსელში ნატო-ს სამხედრო კომიტეტის შეხვედრა მიმდინარეობს
ბრიუსელში ნატო-ს სამხედრო კომიტეტის შეხვედრა მიმდინარეობს

ბრიუსელში ნატო-ს უმაღლესი სამხედრო ორგანოს, სამხედრო კომიტეტის შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრას, რომელსაც ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე, ადმირალი რობ ბაუერი თავმჯდომარეობს, მოკავშირე ქვეყნების თავდაცვის ძალების ხელმძღვანელები ესწრებიან.

თავდაცვის მეთაურების პირველ სესიას ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი შეუერთდება და გეოსტრატეგიულ კონტექსტს, ასევე ივნისში მადრიდის სამიტისთვის მზადებას განიხილავს.

უკრაინის ომთან დაკავშირებით დისკუსიებს ნატო-ს პარტნიორი ქვეყნების, ფინეთის, შვედეთისა და უკრაინის თავდაცვის მეთაურები შეუერთდებიან.

„როგორც გენერალურმა მდივანმა ერთხელ თქვა, ჩვენ ისტორიაში ყველაზე წარმატებული ალიანსი ვართ ორი რამის გამო. პირველ რიგში, ჩვენი ერთიანობის უნარი. და მეორეც, ჩვენი ცვლილების უნარი. ადაპტაცია ჩვენი დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემაა. ნატო-სთვის ახალი ერა დაიწყო, რადგან პრეზიდენტ პუტინის ომმა უკრაინაში ახალი სტრატეგიული დილემა და რეალობა წარმოგვიდგინა. ერთი რამ შეგვიძლია, დარწმუნებით ვთქვათ. დრო აღარ არის ჩვენი მეგობარი. ეს არის ჩვენი მოწინააღმდეგე, რომელიც განსაზღვრავს ვადებს. ჩვენზე, როგორც თავდაცვით ალიანსზეა დამოკიდებული, დავრწმუნდეთ, რომ ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, დავიცვათ მილიარდი მოქალაქე, რომლებიც ცხოვრობენ მოკავშირეების ტერიტორიაზე და აკავებენ, იცავენ რუსეთისა და საერთაშორისო ტერორისტული ჯგუფების საფრთხეებს“, – განაცხადა ნატო-ს სამხედრო საბჭოს ხელმძღვანელმა, რობ ბაუერმა.