ბრიუსელში ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა წლის განმავლობაში უკვე მეორედ გაიმართება. შეხვედრა ელჩების დონეზე ჩატარდება.
გავრცელებული ცნობით, განხილვის მთავარი თემა საშუალო რადიუსზე მოქმედი რაკეტების ლიკვიდაციის შეთანხმებიდან აშშ-ის გასვლის გადაწყვეტილება იქნება.
ალიანსის მოკავშირეებმა ბოლო დღეების განმავლობაში შიდა კონსულტაციები გამართეს. ნატო-ს სურს, რომ ახალი გამალებული შეიარაღების თავიდან ასარიდებლად, რუსეთმა მეტი გამჭვირვალობა აჩვენოს.
ნატო-რუსეთის საბჭოს ბოლო სხდომა 31 მაისს ჩატარდა და დღის წესრიგის მთავარი თემა უკრაინის კონფლიქტი და სამხედრო რისკების შემცირება იყო.