ბრიუსელში ევროპული საბჭოს სხდომა მიმდინარეობს
ბრიუსელში ევროპული საბჭოს სხდომა მიმდინარეობს

ბრიუსელში ევროპული საბჭოს სხდომა მიმდინარეობს. 23-24 ოქტომბერს ევროკავშირის ლიდერები გაერთიანებისთვის აქტუალურ საკითხებს განიხილავენ.

ევროპული საბჭოს ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ევროპელი ლიდერები რუსული აგრესიის წინააღმდეგ უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერებისა და მოსკოვზე ზეწოლის საკითხს განიხილავენ.

ამასთან, ევროკავშირის ლიდერები ყურადღებას გაამახვილებენ ახლო აღმოსავლეთში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე, მათ შორის 13 ოქტომბერს შარმ ელ-შეიხის მშვიდობის სამიტის შედეგებსა და მძევლების გათავისუფლების საკითხებზე.

სხდომაზე ასევე განიხილავენ ევროკავშირის თავდაცვისა და მიგრაციის საკითხებს.

ევროპული საბჭოს სხდომას ესწრება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც.