ბრიუსელში, ევროკავშირის ლიდერების სამიტის პარალელურად, ფერმერების საპროტესტო აქციები გრძელდება, აქციის მონაწილეებმა ქუჩები ტრაქტორებით გადაკეტეს
ბრიუსელში, ევროკავშირის ლიდერების სამიტის პარალელურად, ფერმერების საპროტესტო აქციები გრძელდება, აქციის მონაწილეებმა ქუჩები ტრაქტორებით გადაკეტეს

ბრიუსელში, ევროკავშირის ლიდერების სამიტის პარალელურად, ფერმერების საპროტესტო აქციები გრძელდება.

აქციის მონაწილეებმა ბრიუსელის ქუჩები ტრაქტორებით გადაკეტეს, ევროპარლამენტის შენობას კვერცხები ესროლეს და ქუჩებში კოცონი დაანთეს. დემონსტრანტების ნაწილმა პოლიციას ქვები დაუშინა.

ფერმერები მოითხოვენ, რომ ევროკავშირმა მეტი დახმარება გაუწიოს სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებულებს იმ ფონზე, როდესაც მათი გადასახადები იზრდება და ისინი ვეღარ უწევენ კონკურენციას ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან იმპორტირებულ პროდუქციას. აქციებში ბელგიელი, ფრანგი, იტალიელი და ესპანელი ფერმერები მონაწილეობენ.