ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერების სამიტი იმართება, განხილვის მთავარი თემა „ბრექსითია“
ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერების სამიტი იმართება,  განხილვის მთავარი თემა „ბრექსითია“

ბრიუსელში დღეს ევროკავშირის ლიდერების სამიტი იმართება, რომელზეც განხილვის მთავარი თემა „ბრექსითია“.

დღევანდელ შეხვედრაზეა დამოკიდებული, გაიმართება თუ არა ნოემბერში საგანგებო სამიტი, რომელზეც ევროკავშირსა და ბრიუსელს შორის „ბრექსითის“ შესახებ შეთანხმება გაფორმდება.

„ოქტომბერში ჩვენ ველოდებით „ბრექსითისმოლაპრაკებებში მაქსიმალურ პროგრესსა და შედეგებს. მაშინ გადავწყვეტთ, არსებობს თუ არა პირობები ნოემბერში საგანგებო სამიტის მოწვევისთვის, რომ დავასრულოთ და გავაფორმოთ შეთანხმება“, – განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა.

დღეს სამიტზე ევროკავშირის ლიდერებს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი მიმართავს, რის შემდეგაც „ბრექსითის“ საკითხზე ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს ლიდერი ცალკე იმსჯელებს.

ლონდონსა და ბრიუსელს შორის უთანხმოების მთავარ საკითხს დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ ირლანდიის საზღვრის კონტროლის მექანიზმი წარმოადგენს. აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკებები ჩიხშია შესული.

შეგახსენებთ, ევროკავშირის ლიდერებისადმი გაგზავნილ მოსაწვევში დონალდ ტუსკმა აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან შეთანხმების გარეშე გასვლა ახლა ყველაზე მეტად სავარაუდოა, ვიდრე ოდესმე,