ბრიუსელში იენს სტოლტენბერგისა და სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა გაიმართება

16:11, 15.01.2021

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ნატო-ს შტაბბინაში უმასპინძლებს. შეხვედრა 22 იანვარს, ბრიუსელში გაიმართება.

ინფორმაციას ამის შესახებ ალიანსის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

პრესრელიზის თანახმად, სალომე ზურაბიშვილი ასევე დაესწრება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომას.

ალიანსის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, „კოვიდ-19“-ის პანდემიის უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, მედიის წარმომადგენლებს ღონისძიების გასაშუქებლად ნატო-ს სათაო ოფისში დაშვება არ ექნებათ.

ღონისძიების პირდაპირი ეთერი კი ნატო-ს ვებგვერდზე, სტრიმინგის ფორმატით გავრცელდება.

მსგავსი