ბრიუსელში ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ძველ შენობას არაოფიციალურად გამოემშვიდობნენ
ბრიუსელში ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ძველ შენობას არაოფიციალურად გამოემშვიდობნენ.
ცერემონიის ამსახველ ვიდეომასალა ნატო-ს პრესმდივანმა, პიერ კაზალემ გაავრცელა.
„დღეს ჩვენ გამოვემშვიდობეთ ნატო-ს ძველ სახლს. ნატო-ს ყველა წევრისა და მოკავშირე სახელწმიფოს დროშები ძველ შენობაზე უკანასკნელად დავუშვით“ – წერს პრესმდივანი მიკრობლოგ „ტვიტერზე“.
ნატოს ახალი შტაბ-ბინა 2017 წლის მაისში გაიხსნა. შენობა რვა კორპუსისგან შედგება. პროექტის ღირებულება 1,12 მილიარდი ევროა.
Today we said goodbye to #NATO’s old home – all flags of NATO & allies were lowered for the last time at the old HQ.
Soldiers from the 2️⃣9️⃣ member nations took down their national flags in a small ceremony.#WeAreNATO pic.twitter.com/BwdlMIvy62
— Piers Cazalet (@NATODepSpox) 10 July 2019