ბრიუსელის მერიამ ქუჩაში სიგარეტის ნამწვის გადაგდებისთვის ჯარიმა 200 ევრომდე გაზარდა
ბრიუსელის მერიამ ქუჩაში სიგარეტის ნამწვის გადაგდებისთვის ჯარიმა 200 ევრომდე გაზარდა

ბრიუსელის მერიამ ქუჩაში სიგარეტის ნამწვის გადაგდებისთვის ჯარიმა ოთხჯერ, ანუ 200 ევრომდე გაზარდა.

ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. ახალი წესები 2020 წლიდან ამოქმედდება.

მანამდე ადგილობრივი ხელისუფლება საინფორმაციო კამპანიას ჩაატარებს და ქუჩებში დამატებით ურნებს განათავსებს.

როგორც ბრიუსელის საქალაქო საბჭოში აცხადებენ, დასუფთავების სამსახურების მიერ შეგროვებული ნარჩენების 30% სიგარეტის ნამწვია. ამასთან, სიგარეტის ნარჩენების დაშლისთვის 15 წელია საჭირო. ნარჩენები ტოქსიკურ ნივთიერებებს შეიცავს, როგორიცაა ტყვია და ნიკოტინი.