ბრიუსელის აეროპორტში მტვირთავების გაფიცვა გრძელდება. აეროპორტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გაფიცულ ადამიანებთან მოლაპარაკებები ჯერჯერობით უშედეგოდ მიმდინარეობს.
გაფიცვის გამო, 150 ავიარეისი გადაიდო.
გაფიცული თანამშრომლები ბარგის ოპერატორ კომპანია, Aviapartner-ში მუშაობენ, რომელიც თვითმფრინავებში ბარგის დატვირთვაზე და გადმოტვირთვაზეა პასუხისმგებელი.
გასულ ღამით აეროპორტში მგზავრთა დიდი ნაკადი არ ყოფილა. გაფიცულები შრომის პირობების გაუმჯობესებას, ფინანსური კომპენსაციის გაზრდასა და შესვენების ზუსტი დროის განსაზღვრას ითხოვენ.