„ბრითიშ პეტროლეუმი“ ბაქო-სუფსის ნავდობსადენის მართვას 8 ივლისს საქართველოს და აზერბაიჯანს გადასცემს
კომპანია „ბრითიშ პეტროლეუმი“ ბაქო-სუფსის ნავდობსადენის მართვას 8 ივლისს საქართველოს და აზერბაიჯანს გადასცემს.
აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ჟურნალისტებს „ბრითიშ პეტროლეუმის“ აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის რეგიონულმა პრეზიდენტმა, ჯიო კრისტოფოლიმ განუცხადა.
მისი თქმით, მილსადენის აზერბაიჯანული მონაკვეთის ოპერატორი აზერბაიჯანი იქნება, ხოლო ქართული მონაკვეთის – საქართველოს მთავრობა.
მიმდინარე წლის მაისში აზერბაიჯანმა და საქართველომ ბაქო-სუფსას ნავთობსადენის აღდგენის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს.
ბაქო-სუფსას საექსპორტო მარშრუტი განკუთვნილია აზერი-ჩირაგ-გუნაშლის საბადო ბლოკიდან მოპოვებული ნავთობის ტრანსპორტირებისთვის. მილსადენის სიგრძე, რომელიც ექსპლუატაციაში 1999 წლის აპრილში შევიდა, 837 კილომეტრია, ხოლო წლიური გამტარუნარიანობა შვიდ მილიონ ტონაზე მეტია.