ბრიტანულმა გამოცემამ მამარდაშვილი მსოფლიო საუკეთესო მეკარეების ათეულში დაასახელა #1TVSPORT
ბრიტანულმა გამოცემამ მამარდაშვილი მსოფლიო საუკეთესო მეკარეების ათეულში დაასახელა #1TVSPORT

ბრიტანულმა გამოცემამ, FourFourTwo-მ გიორგი მამარდაშვილი მსოფლიოს საუკეთესო მეკარეების ათეულში დაასახელა. რეიტინგში პირველ ადგილს „ლივერპულის“ მეკარე, ალისონ ბეკერი იკავებს, მეორე ადგილზე  ედერსონია („მანჩესტერ სიტი“), მესამეზე კი მარკ-ანდრე ტერ შტეგენი („ბარსელონა“).

შეგახსენებთ, რომ უეფა-მ ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრების მეკარე ჯგუფური ეტაპის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა.

FourFourTwo-ს მიერ შედგენილი მსოფლიოს საუკეთესო მეკარეების ათეული ასეთია:

1. ალისონ ბეკერი („ლივერპული“, ბრაზილიის ნაკრები);

2. ედერსონი („მანჩესტერ სიტი“, ბრაზილიის ნაკრები);

3. მარკ-ანდრე ტერ შტეგენი („ბარსელონა“ გერმანიის ნაკრები);

4. მაიკ მენიანი („მილანი“, საფრანგეთის ნაკრები);

5. მანუელ ნოიერი („ბაიერნი“, გერმანიის ნაკრები);

6. ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ, იტალიის ნაკრები);

7. იან ობლაკი („ატლეტიკო“, სლოვენიის ნაკრები);

8. ემილიანო მარტინესი („ასტონ ვილა“, არგენტინის ნაკრები);

9. იან ზომერი („ინტერი“, შვეიცარიის ნაკრები);

10. გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, საქართველოს ნაკრები).