ბრიტანული სპეცსამსახურები განიხილავენ ვერსიას, რომ მომწამვლელი ნივთიერება სკრიპალის ქალიშვილის ჩანთაში მისი ლონდონში გაფრენამდე მოათავსეს

13:10, 16.03.2018

ბრიტანული სპეცსამსახურები განიხილავენ ვერსიას, რომლის თანახმადაც ნივთიერება, რომლითაც სერგეი სკრიპალი მოწამლეს, მისი შვილის, იულიას ჩანთაში ჯერ კიდევ მოსკოვში, მისი ლონდონში გაფრენამდე მოათავსეს. ამის შესახებ გამოცემა The Telegraph-ი წერს.

გამოცემის ცნობით, გამოძიება ვარაუდობს, რომ ტოქსინით შესაძლოა, გაჟღინთეს საჩუქრად განკუთვნილი ტანსაცმელი, კოსმეტიკა ან სხვა ნივთი, რომელიც მოგვიანებით სოლსბერიში ყოფილი რუსი აგენტის სახლში გახსნეს.

როგორც The Telegraph-ი წერს, ბრიტანელი სამართალდამცველების დარწმუნებულები არიან, რომ ბოროტმოქმედები მარტივად შეძლებდნენ მოსკოვში იულია სკრიპალის სახლში შეღწევას მის ბარგში საწამლავის მოსათავსებლად.

33 წლის იულია სკრიპალი ლონდონში მოსკოვიდან 3 მარტს ჩაფრინდა. 4 მარტს ის და მისი მამა, ყოფილი აგენტი სერგეი სკრიპალი ქალაქ სოლსბერიში ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრთან სკამზე უგონო მდგმარეობაში აღმოაჩინეს.

დიდმა ბრიტანეთმა სერგეი სკრიპალის მოწამლვაზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა.

მსგავსი