ბრიტანული სატვირთო გემი „რუბიმარი“, რომელიც იემენელმა შიიტმა „ჰუსიტებმა“ 18 თებერვალს რაკეტებით დაბომბეს, წითელ ზღვაში ჩაიძირა
ბრიტანული სატვირთო გემი „რუბიმარი“, რომელიც იემენელმა შიიტმა „ჰუსიტებმა“ 18 თებერვალს რაკეტებით დაბომბეს, წითელ ზღვაში ჩაიძირა

ბრიტანული სატვირთო გემი „რუბიმარი“, რომელიც იემენელმა შიიტმა „ჰუსიტებმა“ 18 თებერვალს რაკეტებით დაბომბეს, წითელ ზღვაში ჩაიძირა.

სარაკეტო დაბომბვის შემდეგ ეკიპაჟი იძულებული გახდა, ხომალდი დაეტოვებინა.

„რუბიმარი“ არის პირველი ხომალდი, რომელიც მთლიანად განადგურდა „ჰუტისების“ კამპანიის ფარგლებში, რომელიც ღაზის სექტორში „ჰამასის“ წინააღმდეგ ისრაელის ომს უკავშირდება.

„ჰუსიტები“ ბრიტანეთის კუთვნილ გემს ბაბ-ელ-მანდების სრუტეში დაესხნენ თავს. სატვირთო გემი, სავარაუდოდ, არაბეთის გაერთიანებული საემიროების ქალაქ ხორ ფაკანიდან ბულგარეთის ქალაქ ვარნაში მიემგზავრებოდა.