ბრიტანული პრესა - მოწამვლის დღეს სკრიპალმა ტელეფონზე GPS-ი გამორთო
ბრიტანული პრესა - მოწამვლის დღეს სკრიპალმა ტელეფონზე GPS-ი გამორთო

ბრიტანული Time-ის ცნობით, ყოფილ რუს მზვერავს სერგეი სკრიპალს და მის ქალიშვილსაც მოწამვლის დღეს ოთხი საათით ტელეფონზე GPS-ი გათიშული ჰქონდათ.

ჟურნალისტების ცნობით, აქედან გამომდინარე არ არის გამორიცხული, რომ ორმაგი აგენტი ამ პერიოდში ჯერ დაუდგენელ პირს შეხვდა.

სკოტლან იარდში აღნიშნულ ინფორმაციაზე კომენტარისგან თავი შეიკავეს.

გამოძიებისთვის ცნობილია, რომ 4 მარტს, დილის 09:15საათზე სკრიპალი და მისი ქალიშვილი იმყოფებოდნენ სასაფლაოზე, ამის შემდეგ მათ 13:30 საათზე მანქანა დატოვეს ავტოსადგომზე სოლსბერიში. მოგვიანებით, ისინი პაბსა და რესტორანში მივიდნენ. პოლიციამ მოწამლული მამა-შვილი სოლსბერის ცენტრში 15:35 საათზე აღმოაჩინა.

შეგახსენებთ, რომ სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლაში ლონდონი რუსეთს ადანაშაულებს, რასაც მოსკოვში უარყოფენ.