ბრიტანული მედიის მიხედვით, „ბორჯღალოსნები“ 2019 წლის მსოფლიო თასის წინ გასახურებელ მატჩებში შოტლანდიას დაუპირისპირდებიან
ბრიტანული მედიის მიხედვით, „ბორჯღალოსნები“ 2019 წლის მსოფლიო თასის წინ გასახურებელ მატჩებში შოტლანდიას დაუპირისპირდებიან

შოტლანდიური “დეილიმეილის” სპორტული კორესპონდენტი, რობ რობერტსონი, საკუთარი “ტვიტერის” გვერდზე აქვეყნებს ინფორმაციას, რომ საქართველოს ნაკრები 2019 წლის მსოფლიო თასის წინ შოტლანდიის ნაკრებს ზედიზედ ორ გასახურებელ შეხვედრაში დაუპირისპირდება.

“შოტლანდიელო გულშემატკივრებო, მზად ხართ გაემგზავროთ თბილისში და იხილოთ ჩვენი გუნდის თამაში “ბორჯღალოსნების” წინააღგმდეგ? თქვენ ამის შანსი მოგეცემათ, რადგან “შოტლანდიის რაგბის კავშირი” საქართველოს წინააღგმდეგ, 2019 წლის მსოფლიო თასის დაწყებამდე ზედიზედ ორი შეხვედრის გამართვას აპირებს”, – წერს რობერტსონი.

“ბორჯღალოსნებს” სკოტებთან ორი შეხვედრა აქვთ ჩატარებული. 2011 წლის მსოფლიო თასზე გუნდები ერთმანეთს ჯგუფურ ეტაპზე დაუპირისპირდნენ  და ბრიტანელებმა ულელოო შეხვედრაში 15:6 იმარჯვეს. უფრო დამაჯერებელი იყო მათი გამარჯვება 2016 წლის ნოემბრის ტესტებზე, როდესაც მათ საქართველოს ნაკრები 43:16 დაამარცხეს.

შეგახსენებთ, რომ პირველად შოტლანდიისა და საქართველოს სარაგბო ნაკრებებს შორის დაპირისპირების თბილისში გამართვაზე, შოტლანდიის რაგბის კავშირის პრეზიდენტმა, მარკ დოდსონმა “პირველი არხის” მიერ მომზადებულ დოკუმენტურ ფილმ “მეშვიდე ერში” ისაუბრა.

“უახლოეს მომვალში გავესაუბრები “მსოფლიო რაგბის” და ვნახავთ შესაძლებელია თუ არა, რომ შოტლანდია იყოს პირველი გუნდი პირველი რანგის ქვეყნებს შორის, რომელიც “ბორჯღალოსნებს” თბილისში დაუპირისპირდება”, – განაცხადა დოდსონმა შოტლანდიას და საქართველოს შორის 2016 წელს გამართული ტესტ მატჩის დასრულებისთანავე.

დატოვე კომენტარი