ბრიტანული მედია წერს, რომ ირლანდიაში რუსეთის ჯაშუშების აქტივობა შეინიშნება
ბრიტანული მედია წერს, რომ ირლანდიაში რუსეთის ჯაშუშების აქტივობა შეინიშნება

ირლანდიის სამართალდამცავი უწყებები ეჭვობენ, რომ რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლები ირლანდიის სანაპიროებთან გამავალი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელების ადგილმდებარეობის დადგენას ცდილობენ, – ამის შესახებ გამოცემა „სანდეი თაიმსი“ იუწყება. ოკეანის ფსკერზე გამავალი კაბელი ევროპასა და აშშ-ს აკავშირებს.

სანდეი თაიმსი“ წერს, რომ „რუსეთის ჯაშუშები ცდილობენ, ინტერნეტ ქსელის სუსტი ადგილები იპოვონ, რაც შესაძლოა, მომავალში დივერსიებისთვის იყოს გამოყენებული.“

რუსეთის მხრიდან ტრანსატლანტიკური კაბელების მიმართ დაინტერესების შესახებ ინფორმაცია პირველად 2015 წელს გავრცელდა, როდესაც ამერიკელმა სამხედროებმა ევროპისა და ამერიკის დამაკავშირებელ ქსელთან რუსული წყალქვეშა ნავები შენიშნეს.

ჟურნალისტების მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ირლანდიის სპეცსამსახურები ვარაუდობენ, რომ რუსეთი ირლანდიის კონტრდაზვერვის გვერდის ავლით, ირლანდიას საკუთარ ბაზად იყენებს.

დატოვე კომენტარი