ბრიტანეთში საეჭვო წარმოშობის რუსულ ფინანსებს დაბლოკავენ
ბრიტანეთში საეჭვო წარმოშობის რუსულ ფინანსებს დაბლოკავენ

ბრიტანეთში საეჭვო წარმოშობის რუსულ ფინანსებს დაბლოკავენ. ბრიტანეთის თავდაცვის მდივნის განცხადებით, ოფიციალურმა ლონდონმა შესაბამისი ახალი კანონი უკვე აამოქმედა.

გადაწყვეტილების მიზანია, გაურკვეველი საშუალებებით მიღებული ნებისმიერი ქონება აღირიცხოს.

გევინ ვილიამსონმა ასევე აღნიშნა, რომ მომდევნო კვირების და თვეების განმავლობაში, პრობლემების მოსაგვარებლად ბრიტანეთი აქტიურად იმუშავებს.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ- მინისტრის გადაწყვეტილებით, ბრიტანეთიდან 23 რუსი დიპლომატი გააძევეს. ბრიტანეთის ხელისუფლება თვლის, რომ ორმაგი აგენტის, სერგეი სკრიპალის მოწამვლის უკან რუსეთი დგას. ლონდონი რუსეთის ხელისუფლებასთან უმაღლეს დონეზე კავშირებს წყვეტს.