ბრიტანეთში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რიცხვმა 8 000-ს მიაღწია
ბრიტანეთში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რიცხვმა 8 000-ს მიაღწია

გაერთიანებულ სამეფოში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რიცხვმა 8 000-ს მიაღწია. გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით 881 ადამიანი გარდაიცვალა. გამოვლენილია ინფიცირების 4304 ახალი შემთხვევა, რითაც ინფიცირებულთა რიცხვი 65077-მდე გაიზარდა.

გარდაცვლილთა შორის არის მედიკოსიც, უროლოგი აბდულ ჩოვდური, რომელმაც გასულ თვეს, პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს სამედიცინო პერსონალის დამცავი აღჭურვილობით უზრუნველყოფა ღია წერილის საშუალებით სთხოვა. ის ქუინსის ჰოსპიტალში 15-დღიანი მკურნალობის შემდეგ გარდაიცვალა.

თავად პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი კვლავ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში რჩება. მედიკოსების შეფასებით, მისი მდგომარეობა უმჯობესდება.