ბრიტანეთში „კოვიდ 19“-ის შესაძლო სამკურნალო საშუალებად პრეპარატ „იბუპროფენის“ შემოწმება მიმდინარეობს
ბრიტანეთში „კოვიდ 19“-ის შესაძლო სამკურნალო საშუალებად პრეპარატ „იბუპროფენის“ შემოწმება მიმდინარეობს

„ბიბისის“ ინფორმაციით, ექიმები ტესტირებას ატარებენ იმის დასადგენად, შეუძლია თუ არა „იბუპროფენსკორონავირუსით დაავდებული პაციენტების დახმარება, რომლებიც საავადმყოფოებში იმყოფებიან.

ლონდონის „გაი ენდ სენტ ტომასის“ საავადმყოფოს და „სამეფო კოლეჯის“ ექიმებისგან დაკომპლექტებული ჯგუფი ვარაუდობს, რომ ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატს შესაძლოა, დადებითი ეფექტი ჰქონდეს სუნთქვის გართულებების დროს.

კვლევის დროს, რომლის სახელწოდებაა, „ლიბერეითი“, პაციენტების ნახევარი ჩვეულებრივ მკურნალობასთან ერთად, „იბუპროფენს“ მიიღებს. კვლევა გამოიყენებს „იბუპროფენის“ სპეციალურ ფორმულას და არა ჩვეულებრივ ტაბლეტებს, რომლებსაც ადამიანები ყიდულობენ. ზოგი ადამიანი ამ პრეპარატის ლიპიდური კაფსულის ფორმას უკვე იღებს ისეთი დაავადებისთვის, როგორიცაა ართრიტი.

ცხოველებში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ „იბუპროფენმა“ შესაძლოა, უმკურნალოს მწვავე რესპირატორული დისტრესის სინდრომს, რომელიც კორონავირუსის ერთ-ერთი გართულებაა.