ბრიტანეთში „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო შეზღუდვების შემსუბუქების მორიგი ეტაპი დაიწყო
ბრიტანეთში „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო შეზღუდვების შემსუბუქების მორიგი ეტაპი დაიწყო

ბრიტანეთში „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო შეზღუდვების შემსუბუქების მორიგი ეტაპი დაიწყო. ახალი რეგულაციის თანახმად, შეზღუდვების შემსუბუქება შეეხება მაღაზიებს, რომლებიც პირველადი საჭიროების საგნებით არ ვაჭრობენ, ასევე სილამაზის სალონებსა და სპორტულ დარბაზებს. რესტორნებსა და ბარებს საშუალება ექნებათ, მოემსახურონ სტუმრებს ქუჩაში განთავსებულ მაგიდებზე. მუშაობის განახლებას ასევე შეძლებენ ზოოპარკები, გასართობი პარკები და ბიბლიოთეკები.

12 აპრილიდან მოსახლეობას ასევე შეეძლება სტუმრად ღამისთევა, მაგრამ მათ წინასწარ უნდა განსაზღვრონ ვიწრო წრე, რომელთანაც ღამის გატარება მოუწევთ.

ამავე დროს, ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს, შესაძლებლობის შემთხვევაში, გააგრძელონ მუშაობა შინიდან და შეამცირონ მოგზაურობა ქვეყნის მასშტაბით.

ბრიტანეთში შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგი ეტაპი 17 მაისს უნდა დაიწყოს.

დატოვე კომენტარი