ბრიტანეთში „კოვიდ-19“-ის 3 497 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ბრიტანეთში „კოვიდ-19“-ის 3 497 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გაერთიანებულ სამეფოში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 3 497 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. მაისის შემდეგ ეს ქვეყანაში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

დღე-ღამის განმავლობაში გაერთიანებულ სამეფოში ვირუსით ცხრა ადამიანი დაიღუპა. შემთხვევების მატების გამო ბრიტანეთში მომავალი კვირიდან შეზღუდვების გამკაცრება იგეგმება. გავრცელებული ინფორმაციით, აიკრძალება ექვსზე მეტი ადამიანის ერთად შეკრება.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ბრიტანეთში „კოვიდ-19“-ის 360 000 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 41 000 ადამიანი.