ბრიტანეთში „კოვიდ-19“-ის 1 009 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ბრიტანეთში „კოვიდ-19“-ის 1 009 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გასული 24 საათის განმავლობაში დიდ ბრიტანეთში „კოვიდ-19“-ის 1 009 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც წინა დღის მაჩვენებელთან შედარებით მცირედით დაბალია.

ეს მიმდინარე თვის განმავლობაში უკვე მესამე შემთხვევაა, როდესაც ყოველდღიური შემთხვევების მაჩვენებელი ათასზე მაღალია.

საერთო ჯამში დიდ ბრიტანეთში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე „კოვიდ-19“-ის 315 560 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 46 791 ინფიცირებული.