ბრიტანეთში კორონავირუსს ბოლო ერთ დღეში 870 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ყველაზე რთული მდგომარეობა ინგლისშია, სადაც კორონავირუსით ბოლო 24 საათში 740 ადამიანი დაიღუპა.
ინგლისში ვირუსის მსხვერპლთა რიცხვი 12 396-მდე გაიზარდა. 80 ადამიანი დაიღუპა კორონავირუსით შოტლანდიაში, 32 უელსში, 18 კი ჩრდილოეთ ირლანდიაში.
საერთო ჯამში, 16 აპრილის მონაცემებით, ბრიტანეთში ვირუსით 13 738 ადამიანია დაღუპული. ბრიტანეთი გახდა მსოფლიოს მეექვსე ქვეყანა, რომელმაც ინფიცირებულთა რაოდენობით 100 000-იან ნიშნულს გადააბიჯა. 15 აპრილს, ბრიტანეთში კორონავირუსით 761 ადამიანის დაღუპვა დადასტურდა.