ბრიტანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 9 875-მდე გაიზარდა
ბრიტანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 9 875-მდე გაიზარდა

ბრიტანეთში „კოვიდ 19“-ს ბოლო ერთ დღეში 917 ადამიანი ემსხვერპლა. „ბიბისის“ ინფორმაციით, ეს არის ქვეყნის მასშტაბით, მხოლოდ საავადმყოფოებში დაღუპული ადამიანების მონაცემები.

ყველაზე რთული მდგომარეობა ისევ ინგლისშია, სადაც საავადმყოფოებში ბოლო ერთ დღეში, 823 ადამიანი დაიღუპა. შედარებისთვის, ბრიტანეთის სამედიცინო დაწესებულებებში, 10 აპრილს, 980 ადამიანი დაიღუპა.

საერთო ჯამში გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსით დაღუპულების რიცხვი 9 875-მდე გაიზარდა.

ბრიტანეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, 11 აპრილისთვის, ქვეყანაში „კოვიდ-19“ 78 991 ადამიანს დაუდასტურდა.