ბრიტანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 43 730-მდე გაიზარდა
ბრიტანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 43 730-მდე გაიზარდა

დიდ ბრიტანეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 155-ით გაიზარდა და 43 730 შეადგინა. შესაბამის მონაცემებს დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის უწყება ავრცელებს.

ამასთან, ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში გამოვლინდა კორონავირუსის 689 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სულ დიდ ბრიტანეთში „კოვიდ-19“ დაუდასტურდა 133 467 პაციენტს.

ზედიზედ მეოთხე დღეა, დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა ათასს არ აღემატება.

კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებლით დიდი ბრიტანეთი მსოფლიოში მეხუთე ადგილზეა აშშ-ის, ბრაზილიის, რუსეთისა და ინდოეთის შემდეგ.