ბრიტანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა მცირდება

20:33, 23.05.2020

ბრიტანეთში კორონავირუსით დაღუპულების რაოდენობა მცირდება.

„ბიბისის“ ინფორმაციით, ბოლო ერთ დღეში ქვეყანაში ახალი ტიპის კორონავირუსს 282 ადამიანი ემსხვერპლა. ეპიდემიის დაწყების შემდეგ, ბრიტანეთში „კოვიდ 19“-ით საერთო ჯამში 36 675 ადამიანი დაიღუპა.

ბრიტანეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ საავადმყოფოებში მექანიკური ვენტილატორის საწოლებზე მოთხოვნა შემცირდა და ამჟამად „კოვიდ 19“-ის პაციენტების მიერ, საწოლების მხოლოდ 12 პროცენტია დაკავებული.

ბრიტანეთის ტრანსპორტის მდივნის, გრანტ შაფსის განცხადებით, კორონავირუსის ეპიდემია სატრანსპორტო სისტემის დონის ამაღლების კატალიზატორი უნდა გახდეს.

მსგავსი