ბრიტანეთში კორონავირუსით 19 ექიმი გარდაიცვალა

15:33, 11.04.2020

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით 19 მედიკოსი გარდაიცვალა. ამის შესახებ ჯანდაცვის მდივანმა, მეტ ჰენკოკმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს არიან ადამიანები, რომლებიც კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მოწინავე ხაზზე იმყოფებიან.

დიდ ბრიტანეთში ახალი კორონავირუსით ბოლო 24 საათის განმავლობაში 980 ადამიანი გარდაიცვალა. მსხვერპლთა რიცხვი ქვეყანაში თითქმის ცხრა ათასს აღწევს. გამოვლენილია კორონავირუსით ინფიცირების 74 605 შემთხვევა.

მსგავსი