ბრიტანეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 31 მილიონზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა
ბრიტანეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 31 მილიონზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 31 მილიონზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა, ხოლო ვაქცინის ორივე დოზა თითქმის 5,5 მილიონმა მოქალაქემ მიიღო. მონაცემებს ბრიტანული მედია ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

დიდ ბრიტანეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირებული 20 პაციენტი გარდაიცვალა. მსხვერპლთა საერთო რაოდენობამ ჯამში 126 882 შეადგინა.

ამასთან, გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“ დაუდასტურდა 2 379 ადამიანს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, გაერთიანებულ სამეფოში სულ აღრიცხულია კორონავირუსით ინფიცირების ოთხი მილიონ 364 ათასზე მეტი შემთხვევა. ამ მაჩვენებლის მიხედვით, ქვეყანა მსოფლიოში მეექვსე ადგილს იკავებს.