ბრიტანეთში კორონავირუსის 30 501 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 316 ადამიანი
ბრიტანეთში კორონავირუსის 30 501 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 316 ადამიანი

ბრიტანეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსული ინფექციის 30 501 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ბრიტანეთის მთავრობის სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში ბრიტანეთში „კოვიდ-19“-ს 316 ადამიანი ემსხვერპლა. მთავრობის კორონავირუსის პორტალზე ნათქვამია, რომ ციფრები ასახავს ინგლისისა და უელსის მონაცემებს, თუმცა არ არსებობს ახალი მონაცემები ჩრდილოეთ ირლანდიიდან და არც მსხვერპლის ახალი მონაცემები შოტლანდიიდან საშობაო არდადეგების გამო.

ეპიდემიის დაწყების შემდეგ, ბრიტანეთში კორონავირუსული ინფექციის 2.26 მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, 70 000-ზე მეტი კი დაიღუპა.