ბრიტანეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა
ბრიტანეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა

დიდ ბრიტანეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რეკორდული რაოდენობა აღირიცხა. კორონავირუსი 51 135 ადამიანს დაუდასტურდა. შესაბამის მონაცემებს ბრიტანული მედია ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, ბოლო 24 საათში ქვეყანაში გარდაიცვალა 414 კოვიდინფიცირებული და პანდემიის მსხვერპლთა საერთო რაოდენობა 71 567-მდე გაიზარდა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე გაერთიანებულ სამეფოში სულ „კოვიდ-19“-ის ორი მილიონ 382 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა.