ბრიტანეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 2 696 შემთხვევა გამოვლინდა
ბრიტანეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 2 696 შემთხვევა გამოვლინდა

დიდ ბრიტანეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 2 696 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით სამი ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.

ამასთან, დიდ ბრიტანეთში „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინა თითქმის 37 000 000-მა ადამიანმა გაიკეთა.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე დიდ ბრიტანეთში „კოვიდ-19“-ის ოთხ მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა 127 694 ადამიანი.