ბრიტანეთში ფორმულა 1-ის ლეგენდარული პილოტი გარდაიცვალა
ბრიტანეთში ფორმულა 1-ის ლეგენდარული პილოტი გარდაიცვალა

ლეგენდარული ბრიტანელი ავტომრბოლი სტირლინგ მოსი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ 90 წლის ასაკში გარდაიცვალა.

„ის ისევე გარდაიცვალა, როგორც ცხოვრობდა – შესანიშნავად გამოიყურებოდა. უბრალოდ, ბოლოში დაიღალა და თვალები დახუჭა,“ – თქვა მისმა მეუღლემ.

მოსი ფორმულა 1-ში 1951-61 წლებში გამოდიოდა. ის ორჯერ გავიდა ჩემპიონატში მეორე ადგილზე და ამდენჯერვე – მესამეზე, მაგრამ ჩემპიონი ვერ გახდა. მის კარიერაში იყო 529 რბოლა სხვადასხვა სერიაში და 212 გამარჯვება.

ავტოსპორტიდან წასვლის შემდეგ, მოსი ბიზნესით იყო დაკავებული. 2000 წელს, კლასიკურ რალიში ბრიტანეთის ასოციაციის პრეზიდენტის რანგში რეტრო-ავტომობილებით მოაწყო ავტოგარბენი „მსოფლიოს გარშემო 80 დღეში“. იმავე წელს, მან ბრიტანეთის დედოფლისგან რაინდის წოდება მიიღო.