ბრიტანეთში ერთ დღე-ღამეში კორონავირუსის 2 460 შემთხვევა გამოვლინდა
ბრიტანეთში ერთ დღე-ღამეში კორონავირუსის 2 460 შემთხვევა გამოვლინდა

დიდ ბრიტანეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 2 460 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც ნაკლებია გასული ორი დღის მონაცემებთან შედარებით.

გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის უწყების მონაცემებით, ქვეყანაში ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 30 კოვიდინფიცირებული. წინა დღით მსხვერპლთა მაჩვენებელი სამს შეადგენდა. ბრიტანეთში პანდემიას სულ 41 584 ადამიანი ემსხვერპლა.

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლის ზრდის გამო ჯანდაცვის მდივანმა, მეტ ჰენკოკმა შეშფოთება გამოთქვა და საჭიროების შემთხვევაში, ლოკალური კარანტინის გამოცხადება არ გამორიცხა.

დატოვე კომენტარი