დიდ ბრიტანეთში, ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე ორი ადამიანი გარდაიცვალა, 15 კი საავადმყოფოშია გადაყვანილი
დიდ ბრიტანეთში, ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე ორი ადამიანი გარდაიცვალა, 15 კი საავადმყოფოშია გადაყვანილი

დიდ ბრიტანეთში ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე ორი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი კრიტიკულ მდგომარეობაშია. შემთხვევა პორტსმუთში Mutiny-ის ფესტივალზე მოხდა, რომელსაც 30 000 ადამიანი ესწრებოდა.

პოლიციის ცნობით გარდაცვლილები 20 წლის მამაკაცი და 18 წლის გოგონა არიან. ღამის განმავლობაში საავადმყოფოში ფესტივალის კიდევ 15 მონაწილე გადაიყვანეს. პოლიციაში აცხადებენ, რომ გარდაცვალების ერთ-ერთი მთავარი ვერსია ნარკოტიკების მოხმარებას უკავშირდება. თუმცა, გამოძიება გრძელდება.

ფესტივალის ორგანიზატორებმა მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვეს და დღეს დაგეგმილი ღონისძიება გააუქმეს.

„ჩვენი ფესტივალის მონაწილეთა უსაფრთხოება უმთავრესია. ამის გამო და გარდაცვლილთა პატივსაცემად, დღევანდელი ღონისძიება არ გაიმართება“, – ნათქვამია ფესტივალის ორგანიზატორების განცხადებაში.

პორტსმუთში ელექტრონული მუსკის ფესტივალი 2013 წლიდან იმართება.