ბრიტანეთში ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ-19“-ის 6 391 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ბრიტანეთში ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ-19“-ის 6 391 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

დიდ ბრიტანეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 6 391 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 343 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.

„გარდიანის“ ინფორმაციით, ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობა გასული კვირის მაჩვენებელთან შედარებით 29%-ით ნაკლებია.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ბრიტანეთში „კოვიდ-19“-ის 4 194 296 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 123 187 ადამიანი.