ბრიტანეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირებული 608 ადამიანი გარდაიცვალა
ბრიტანეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირებული 608 ადამიანი გარდაიცვალა

დიდი ბრიტანეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებული 608 ადამიანი გარდაიცვალა, რაც 12 მაისის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. შესაბამის მონაცემებს ბრიტანული მედია ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, ბოლო 24 საათში ქვეყანაში „კოვიდ-19“ დაუდასტურდა 11 299 ადამიანს.

დიდ ბრიტანეთში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე გარდაიცვალა 55 838 ინფიცირებული. აღნიშნული მაჩვენებლით დიდი ბრიტანეთი ევროპაში პირველ ადგილზეა.