ბრიტანეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 20 412 შემთხვევა დაფიქსირდა, 532 ინფიცირებული გარდაიცვალა
ბრიტანეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 20 412 შემთხვევა დაფიქსირდა, 532 ინფიცირებული გარდაიცვალა

დიდ ბრიტანეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებული 532 ადამიანი გარდაიცვალა, რაც მაისის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

შესაბამის მონაცემებს გამოცემა „გარდიანი“ დიდი ბრიტანეთის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, როგორც მედიასაშუალება წერს, ორშაბათს კორონავირუსით 192 გარდაცვალების შემთხვევა აღირიცხა. გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ წინა დღესთან შედარებით, სიკვდილიანობის მაჩვენებლის მკვეთრი ზრდა შესაძლოა, დაკავშირებული იყოს შაბათ-კვირას მონაცემების დაგვიანებით აღრიცხვასთან.

ბოლო 24 საათში გაერთიანებულ სამეფოში „კოვიდ-19“ 20 412 ადამიანს დაუდასტურდა.

დიდ ბრიტანეთში სულ რეგისტრირებულია კორონავირუსის მილიონ 230 ათასზე მეტი შემთხვევა. გარდაცვლილია 49 770 ადამიანი.