ბრიტანეთში აკრძალული პროპალესტინური ჯგუფის მხარდამჭერ აქციაზე გამოსვლისთვის 86 ადამიანი დააკავეს
ბრიტანეთში აკრძალული პროპალესტინური ჯგუფის მხარდამჭერ აქციაზე გამოსვლისთვის 86 ადამიანი დააკავეს

დიდ ბრიტანეთში კანონმდებლობით აკრძალული ორგანიზაციის მხარდაჭერისთვის 86 ადამიანი დააკავეს, – ამის შესახებ „როიტერი” წერს.

მათ შორის, ლონდონში, პარლამენტის შენობის წინ, პალესტინის მხარდამჭერი აკრძალული საპროტესტო ჯგუფის, Palestine Action-ის მხარდამჭერ დემონსტრაციაზე 41 ადამიანი დააკავეს, კიდევ 16 ადამიანი – მანჩესტერში გამართულ აქციაზე, ხოლო მთელი ქვეყნის მასშტაბით, სულ 86 ადამიანი დააკავეს.

საპროტესტო აქციები გაიმართა უელსსა და ჩრდილოეთ ირლანდიაშიც.

დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა ეს ჯგუფი, ანტიტერორისტული კანონმდებლობით, მიმდინარე თვეში აკრძალა, ჯგუფის ზოგიერთი წევრის მიერ სამხედრო-საჰაერო ძალების ბაზაზე შეჭრისა და ისრაელის მიმართ ბრიტანეთის მხარდაჭერისადმი პროტესტის ნიშნად თვითმფრინავების დაზიანების შემდეგ.

ამასთან, გასულ კვირას მსგავს დემონსტრაციაზე პოლიციამ 29 ადამიანი დააკავა.