ბრიტანეთის ვაქცინაციაზე პასუხისმგებელი ჯგუფის ხელმძღვანელი – „კოვიდ-19“ ქვეყანაში სავარაუდოდ უკვე აგვისტოში აღარ იქნება

11:43, 08.05.2021

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსი, სავარაუდოდ, აგვისტოში აღარ იქნება, – ამის შესახებ განცხადება „დეილი ტელეგრაფთან“ ინტერვიუს დროს ბრიტანეთში ვაქცინაციაზე პასუხისმგებელი ჯგუფის ხელმძღვანელმა, კლივ დიქსმა გააკეთა.

„აგვისტოს რაღაც პერიოდში კორონავირუსის ცირკულაცია დიდ ბრიტანეთში შეწყდება“, – განაცხადა დიქსმა.

მისივე თქმით, დიდი ბრიტანეთში ივლისის ბოლოს მოქალაქეთა უმეტესობა უკვე იქნება აცრილი მინიმუმ ერთი დოზით.

ბოლო მონაცემებით, დიდი ბრიტანეთში მოქალაქეებს 51 მილიონი ვაქცინა გაუკეთეს.

მსგავსი