ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი - უკრაინის კანონიერი ადგილი არის ნატო-ში, ეს არის პროცესი, რომელსაც დრო დასჭირდება
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ჯონ გილი აცხადებს, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას დრო დასჭირდება. ამის შესახებ მან ბრიუსელში, „რამშტაინის ფორმატის“ ფარგლებში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„მე ყოველთვის მკაფიოდ ვაცხადებდი, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი არის ნატო-ში. ეს არის პროცესი, რომელსაც დრო დასჭირდება. ახლა ჩემი, როგორც თავდაცვის მინისტრის და მაგიდასთან მჯდომი მინისტრების მოვალეობაა, დავრწმუნდეთ, რომ უკრაინას აქვს ყველაზე ძლიერი პოზიცია“, – განაცხადა გილიმ.
ცნობისთვის, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე განაცხადა, რომ ამერიკა არ მიიჩნევს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას ომის მშვიდობიანი მოგვარების რეალურ შედეგად.