ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ მომავალ არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს და თანამდებობას დატოვებს

23:03, 15.07.2023

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი მომავალ არჩევნებზე თანამდებობას დატოვებს. ამის შესახებ განცხადება ბენ უოლესმა თავად გააკეთა.

„მე არ მივიღებ მონაწილეობას შემდეგ არჩევნებში“, – განაცხადა უოლესმა.

უოლესმა აღნიშნა, რომ დატოვებს თავდაცვის მინისტრის თანამდებობას, როდესაც პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი განახორციელებს თავის მომავალ ცვლილებას.

დიდ ბრიტანეთში საყოველთაო არჩევნები მომდევნო 18 თვის განმავლობაში უნდა ჩატარდეს.

მედიის ცნობით, მინისტრთა კაბინეტის ცვლილება სექტემბერშია მოსალოდნელი.

მსგავსი